ავტორი:

მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, დალაი ლამა - რელიგიური ლიდერები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მსოფლიო პატრიარქი, რომის პაპი, დალაი ლამა - რელიგიური ლიდერები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ რელიგიურ მსახურთა შორის აზრის სხვადასხვაობა გამოიწვია. სასულიერო პირების დიდი ნაწილი აიცრა, ნაწილი კი კორონავირუსის აცრის წინააღმდეგია.

იმუნიზაციის მაგალითი მრევლს სასულიერო ლიდერებმა მისცეს. ისინი თავადაც აიცრნენ და საზოგადოებასაც ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სტამბოლში წლის დასაწისში აიცრა, ვაქცინა მას 2021 წლის 28 იანვარს გაუკეთეს. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო ცენტრის ხელმღვანელებს და ყველა ექიმს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვის. მან თქვა, რომ ილოცებდა, მსოფლიოში ყველას მოეხერხებინა დროულად აცრა.

ვაქცინირებულია ათონელი ბერების დიდი ნაწილი - როგორც ადგილობრივი მედია წერს, მთაზე მდებარე მონასტრები მომლოცველებისთვის უსაფრთხოა, რადგან ბერების 75% იმუნურია - მათი ნაწილი კოვიდით დაავადდა, დიდი ნაწილი კი აიცრა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, რომის პაპი იყო - ფრანცისკემ პირველი დოზა 14 იანვარს ბენედიქტე XVI-სთან ერთად გაიკეთა. ფრანცისკემ აღნიშნა - როდესაც რისკავ შენს ჯანმრთელობას, რისკავ შენი და სხვა ადამიანების სიცოცხლესაც.

მან მსოფლიო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა დალაი ლამაც - ტიბეტის სულიერმა ლიდერმა ვაქცინა მარტის დასაწყისში ინდოეთში გაიკეთა და მოუწოდა მსოფლიოს, „გამოეჩინათ სიმამაცე და აცრილიყვნენ“.

23 ივლისს აცრა საჯაროდ გაიკეთა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმაც. მან საჯაროდ გადაუხადა მადლობა ექიმებს, მეცნიერებს და მკვლევრებს, საზოგადოებას კი ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა, პანდემიის დაწყებიდან დღენდე, 254 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა იმსხვერპლა 5 მილიონზე მეტი ადამიანი.