ავტორი:

"ხელისუფლების ამოცანა სააკაშვილის დამცირებაა... საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანენ, რაც წაასწრებენ ხინკლის ჭამაზე" - ხუხაშვილი

"ხელისუფლების ამოცანა სააკაშვილის დამცირებაა... საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანენ, რაც წაასწრებენ ხინკლის ჭამაზე" - ხუხაშვილი

მათი ამოცანა არის სააკაშვილის მორალური დამცირება, ისინი დათანხმდებიან სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩუმად წაასწრებენ ხინკლის ჭამაზე - თუ მორალურად არ დამცირდა სააკაშვილი და აღმოჩნდა, რომ მისი მოთხოვნა შეასრულეს, მიაჩნიათ სისუსტის გამოვლინებად, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ხელისუფლების მისამართით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, "ქართული ოცნება“ და მათ შორის თავადაც, წლების განმავლობაში ითხოვდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულიყო, მაგრამ ამავე დროს მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ პასუხები გასცეს ან ბოდიში მოიხადოს.

"ქართული ოცნება" და მათ შორის მეც, რას ვითხოვდით წლების განმავლობაში? - მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულიყო ჩვენი სასამართლოს მიერ, წარმოდგენილიყო სასამართლოზე, ჩვენ მისთვის ჩაგვეხედა თვალებში, წაგვეყენებინა სამართლებრივი პრეტენზიები და ის გასამართლებულიყო. ასევე მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ პასუხები გაგვცეს ან ბოდიში მოიხადოს ბოლო-ბოლო.

თუ აქვს რამე სათქმელი, თქვას, ჩვენ ეს გვაინტერესებს - მათ ვინც წლების განმავლობაში ვუპირისპირდებოდით კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით. რატომ ეშინიათ მისი იქ მისვლის? - დიდი ბოდიში, მაგრამ ჩემს მეგობრებს "ქართული ოცნებიდან", ვინც წლების განმავლობაში ამ კაცს ვებრძოდით, ჩვენ ხომ იმაზე ვოცნებობდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის წარდგებოდა სასამართლოს წინაშე, რატომ გეშინიათ, რატომ არ იღებთ ხმას, რატომ არ ითხოვთ თქვენც, რომ ის იყოს წარმოდგენილი სასამართლოზე და გასამართლდეს?

მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც 2012 წლამდე პროცესში მონაწილეობდა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის. კობახიძეს არ ეხება ეს ნამდვილად და არც მდინარაძეს და ოხანაშვილებს, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი, ბუჩქებში ისხდნენ სადღაც, საერთოდ სად იყო ეს ხალხი სისხლიან 9 წელზე რომ ლაპარაკობენ”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.