ავტორი:

"სცენარში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ იარაღი ბოლდუინს უნდა გაესროლა“ - რას ამბობს სცენარის მეთვალყურე, რომელმაც ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

"სცენარში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ იარაღი ბოლდუინს უნდა გაესროლა“ - რას ამბობს სცენარის მეთვალყურე, რომელმაც ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თანახმად, ფილმის სცენარი მსახიობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას არ ითვალისწინებდა.

"სცენარში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ იარაღი ბოლდუინს ან სხვა პირს უნდა გაესროლა“, - ნათქვამია საჩივარში.

სარჩელი სცენარის მეთვალყურე მემი მიტჩელმა შეიტანა. მისმა ადვოკატმა გლორია ალრედმა ბოლდუინის და ფილმის პროდიუსერების საქციელი, "უგუნურ“ ქმედებად შეაფასა და ისინი უსაფრთხოების პროტოკოლების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბოლდუინის მიერ იარაღის შემოწმების გარეშე გასროლა "რუსული რულეტკის თამაშის“ ტოლფასია.

ცნობისათვის, ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებს 21 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ვესტერნის ჟანრის ფილმის Rust-ის გადასაღებ მოედანზე მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. იარაღში, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო, ნამდვილი ტყვია აღმოჩნდა. სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.