ავტორი:

"სიყვარული ყველაფერია" - ხატია ბუნიათიშვილი და მონიკა ბელუჩი  Cartier-ს სარეკლამო ვიდეორგოლში

"სიყვარული ყველაფერია" - ხატია ბუნიათიშვილი და მონიკა ბელუჩი  Cartier-ს სარეკლამო ვიდეორგოლში

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და პოპულარულმა ძვირფასეულობის ბრენდმა, Cartier, რომლის სახეც ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილია, ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაცაა Love is all - "სიყვარული ყველაფერია."

ვიდეორგოლი უკვდავ და უპირობო სიყვარულზე გვიყვება და სწორედ ასე წერია მის აღწერაშიც - "ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ უნივერსალურ და მარადიულ სიყვარულს."

ვიდეოში ვხედავთ ქართველ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს მონიკა ბელუჩისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად. მათ შორისაა ლილი კოლინზი, უილოუ სმიტი და მეისი უილიამსი.

ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ფრანგული საიუველირო ბრენდის Cartier-ის ელჩი 2020 წელს გახდა.

"ბედნიერი ვარ და დიდი პატივია, რომ გავხდი ლეგენდარული და საკულტო Cartier-ის ელჩი. მადლობა Cartier. სასიხარულოა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ვარ და მსურს, მომავალში ერთად განვახორციელოთ ბევრი ლამაზი რამ, თქვენთვის დამახასიათებელი შარმითა და მომხიბვლელობით, ხელოვნებისა და კულტურისთვის, უთანასწორობის წინააღმდეგ და თითოეული ადამიანის უნიკალურობის აღსანიშნად“, - წერდა მაშინ ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში.