ავტორი:

"რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, სწორი იქნება?!" - ბექა დავითულიანი

"რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, სწორი იქნება?!" - ბექა დავითულიანი

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა რას ნიშნავს? რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, სწორი იქნება? - პასუხისმგებლობა არის მოშიმშილის და იმ უწყების, სადაც განთავსებულია" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ იცის ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის დასკვნა სუბიექტურია თუ ობიექტური, თუმცა აღნიშნავს, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრების სტატუსებს გაეცნო და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მათ სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ.

"ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუცია არის პენიტენციური სისტემა. პენიტენციური სისტემის შესაფასებელია, დაეყრდნობა იმ ექიმების დასკვნას, ვინც წარადგინა სახალხო დამცველმა, თუ დაეყრდნობა თავისი სამკურნალო დაწესებულების ექიმების გამოცდილებას, ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მე არ ვარ ის პირი, ვინც უნდა ვენდო, შევაფასო, რომელს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მე ვაზროვნებ ლოგიკურად და ვფიქრობ, რომ როცა უწყებას ნამართი აქვს 2000- ზე მეტი შიმშილობის შემთხვევა, ე.ი. ამ უწყებას აქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის და სხვაზე მეტი, მაგრამ თუ პენიტენციური სისტემა იფიქრებს, რომ პაციენტისთვის უმჯობესია სხვანაირად მოიქცეს, მისი გადასაწყვეტია. რა კითხვებიც მაქვს, ვსვამ და ვიღებ პასუხებს, ეს პასუხები ჯერ მაკმაყოფილებს. არ ვიცი ექიმების კონსილიუმი სუბიექტურია თუ არა, თუმცა, მათი სტატუსები რომ წამაკითხეს, მივხვდი, რომ შეიძლება მათ სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა, ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი დასკვნა დაწერეს. პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით, მოშიმშილე როცა იწყებს შიმშილობას, "გამათავისუფლეთ თორემ ვიშიმშილებო“, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და მეორე მიმართულებით პასუხისმგებლობაა იმ უწყების, სადაც განთავსებულია ეს პატიმარი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რას ნიშნავს? რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, იმიტომ, რომ გამოვაცხადე, თავს ვიკლავ და ვერ დამიცავი, სწორი იქნება? ყველამ უნდა მოვუწოდოთ შეწყვიტოს შიმშილობა, ვის ინტერესშიც არის, რომ მას არაფერი დაემართოს, მართლა ძალიან მინდა, არაფერი დაემართოს, რადგან ძალიან ცუდად მიდის პროცესი და მისი ჯანმრთელობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ თვითონაც და მისი მხარდამჭერებიც,“ - განაცხადა დავითულიანმა.