12 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მოზარდის მამა აცხადებს, რომ შემთხვევას თვითონ შეესწრო.
12 წლის მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.