ავტორი:

"მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა" - საბა ბუაძე

"მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა" - საბა ბუაძე

"ეს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც შექმნილია, აწყობს ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გადაიფაროს ბევრი სხვა ის კრიზისი, რომელიც მათი ხელით არის შექმნილი" - ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ბუაძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანოს.

"მე მგონი საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მედიკოსი, რომელმაც არ თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში. გუშინ ვნახეთ, როგორ იწვალა პრეზიდენტმა, მაგრამ მაინც ირიბად მიანიშნა, რომ აუცილებელია საუკეთესო სამედიცინო პირობების შექმნა. აქედან გამომდინარე კობახიძის და ამ ადამიანების ძალიან ვიწრო ჯგუფის გარდა, რომლებიც არ არიან ამ სფეროს პროფესიონალები, აღარ დარჩა არავინ, რომ ამბობდეს საპირისპიროს. აქ საუბარი არის პოლიტიკურ ნებაზე, კობახიძისთვის მთავარი ექიმიც, მისი მთავარი მოძღვარიც, ფსიქოთერაპევტიც, ხელმძღვანელიც და მეგობარიც არის ივანიშვილი, შესაბამისად ის ელოდება არა რაიმე სამედიცინო კვალიფიციურ დასკვნას, არამედ ის ელოდება პირდაპირ ივანიშვილის მითითებას, რომელიც ამ პროცესში უშუალოდ არის ჩართული და ჩემი ვარაუდით ძალიან ზედმიწევნით აკონტროლებს სიტუაციას.

ეს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც შექმნილია, აწყობს ხელსუფლებას და "ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გადაიფაროს ბევრი სხვა ის კრიზისი, რომელიც მათი ხელით არის შექმნილი. პირველ რიგში გადაიფაროს ის, რომ "ქართული ოცნების“ უსინდისობით, ამ ქვეყანაში 80 ადამიანი იღუპება, ამაყად დააბიჯებენ და გველაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე პანდემია კარგად არის მართული“ , - განაცხადა ბუაძემ.

საბა ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, სააკაშვილი არ მოგწონდეს, მაგრამ მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია.

"მეც ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომელიც ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდები სააკაშვილთან, პირველ რიგში წარსულზე, მაგრამ ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, ამით სააკაშვილს კი არ ვეხმარებით, ამით საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავაყენოთ ყველაზე მაღლა. ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად დაგვიანონსა, რომ ამ ქვეყანაში დასავლური კურსი დასრულებულია თუ დასავლეთი გააგრძელებს ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვას. დასავლეთი დასავლეთი არ იქნება თუ ის არ გამოეხმაურება ასეთ მწვავე შემთხვევებს, ადამიანის უფლებების დარღვევას. როცა მხარდაჭერა სჭირდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ოკუპაციის საკითხზე, როცა ფული და მილიარდობით ლარი სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ ამ ადამიანების ფულით, მაშინ კარგია დასავლეთი? მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვიზიტებში და ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად რომ უშვებენ მაშინ ხომ უნდათ დასავლეთი, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა, მაშინ ხომ კარგია დასავლეთი. დასავლეთი ავტომატურად ხდება ცუდი, როდესაც ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგება“ , - განაცხადა ბუაძემ.