ავტორი:

"მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება,  არც ერთი დღით!" - რას წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში

"მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება,  არც ერთი დღით!" - რას წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით!" - წერს სანდრა რულოვსი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.