ავტორი:

"ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“- რას ამბობს მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი

"ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“- რას ამბობს მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი

მომღერალი ბრიტნი სპირსი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მისი სიცოცხლე გულშემატკივრებმა გადაარჩინეს. სამადლობელი ვიდეო ბრიტნიმ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

მომღერალი საუბრობს, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება 13-წლიანი მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ. 39 წლის პოპშემსრულებელმა წლების შემდეგ პირველად მოიპოვა 60 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების განკარგვის უფლება.

"ყოველდღე მეუფლება მადლიერების გრძნობა, რომ უკვე შემიძლია მქონდეს საკუთარი მანქანის გასაღები და ვიყო დამოუკიდებელი. ვფლობდე საბანკო ბარათს, პირველად ვხედავდე ნაღდ ფულს და სანთლების ყიდვა შემეძლოს. ქალებისთვის წვრილმანებს მოაქვს ბედნიერება", - ამბობს ბრიტნი სპირსი.

მომღერალმა ვიდეოში ოჯახის წევრებზეც ისაუბრა და ისინი მრავალწლიან მორალურ ძალადობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა: "არც კი მინდა ჩამოვთვალო რამდენი ცუდი რამ გაუკეთებიათ მათ ჩემთვის, ისინი ამ ყველაფრისთვის ციხეში უნდა ისხდნენ: მათ შორის დედაჩემიც!“

მან ახლახანს გაამჟღავნა, რომ სწორედ დედამისის იდეა იყო მეურვეობის უფლების ბრიტნის მამაზე, ჯეიმი სპირსზე გაფორმება.

  • მრავალწლიანი დუმილის დარღვევის შემდეგ, ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ მას ყველაფერი ახსოვს, რაც მისი მშობლების გამო შეემთხვა: "ოჯახს ვუფრთხილდებოდი და ამიტომ არ ვამხელდი სიმართლეს, მაგრამ არაფერი დამვიწყებია.“

ბრიტნი სპირსმა თავისუფლება შამპანურით აღნიშნა და სამომავლო გეგმებიც გაანდო მომდევნო პოსტში თავის ფანებს: "კიდევ ერთი შვილის გაჩენას ვგეგმავ", - ამბობს ის.

  • მომღერალი ასევე გეგმავს, რომ გვერდით დაუდგეს ისეთ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და რაიმე სახის დაავადებებით იტანჯებიან: "მთელი ცხოვრება მაშინებდნენ და მაჩუმებდნენ, მაგრამ მე ძლიერი ქალი ვარ. წარმომიდგენია, ამ ადამიანებს როგორ სასტიკად ექცევა სისტემა“.