ავტორი:

"ექსპერტთა დასკვნაში საუბარია, რომ გლდანის ციხის კლინიკა არ არის მზად სააკაშვილის მსგავსი კრიტიკული პაციენტის მხარდასაჭერად" - ვახტანგ კალოიანი

"ექსპერტთა დასკვნაში საუბარია, რომ გლდანის ციხის კლინიკა არ არის მზად სააკაშვილის მსგავსი კრიტიკული პაციენტის მხარდასაჭერად" - ვახტანგ კალოიანი

"ექსპერტთა დასკვნაში საუბარია, რომ გლდანის ციხის კლინიკა არ არის მზად სააკაშვილის მსგავსი კრიტიკული პაციენტის მხარდასაჭერად, ამიტომ საჭიროა დროული ინტერვენცია, რათა მისი სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალოიანი ასევე აღნიშნავს, რომ დასკვნაში საუბარია ბევრ პრობლემაზე.

"დასკვნაში საუბარია ძალიან ბევრ პრობლემაზე, მათ შორის, ვერნიკეს ენცეფალოპათიაზე, მაგრამ კონკრეტული დაავადების გარდა იქ საუბარია სისტემურ პრობლემებზე, რომლის გამოც მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მკურნალობა გააგრძელოს სხვა დაწესებულებაში. გაიზრდება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები, ეს არის ის სურათი, რასაც მივიღებთ შედეგად თუ დროული, ადეკვატური ინტერვენცია არ მოხდა. აქ არის ორი შემადგენელი: პაციენტი უარს აცხადებს საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე, რაც ამძიმებს ვითარებას და მეორე - ის დაწესებულება ბოლომდე არ არის მზად მსგავსი პაციენტის მხარდასაჭერად“, - განაცხადა კალოიანმა.