ავტორი:

"ვინმეს ხომ არ სურს უკანა სავარძელზე დაჯდომა ან სახურავზე ასვლა?“ - 78 წლის ჯო ბაიდენის "ექსტრემალური გართობა"

"ვინმეს ხომ არ სურს უკანა სავარძელზე დაჯდომა ან სახურავზე ასვლა?“ - 78 წლის ჯო ბაიდენის "ექსტრემალური გართობა"

აშშ-ს პრეზიდენტი, 78 წლის ჯო ბაიდენი დეტროიტში General Motors -ის ახლადგახსნილ ქარხანას ეწვია და თავად გამოსცადა უახლესი ელექტრო ავტომობილი.

  • პრეზიდენტი, სანამ მანქანას დაძრავდა, ჟურნალისტებს გაეხუმრა და ჰკითხა: "ვინმეს ხომ არ სურს უკანა სავარძელზე დაჯდომა, ან სახურავზე ასვლა?“

  • "ეს უკვე სხვა საქმეა!“ - თქვა გახალისებულმა პრეზიდენტმა და კიდევ ერთ წრეზე დაძრა მანქანა.

  • "წინა 50 წელი ძილში რომ გამეტარებინა და ახლა გამომღვიძებოდა, ჩემს შევროლესაც კი ვამჯობინებდი ამ მანქანას“ - განაცხადა ახალი ტექნოლოგიით მოხიბლულმა პრეზიდენტმა.

აშშ-ს პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი თავის 1967 წლის Chevrolet Corvette-ს საჭესთან

პრეზიდენტს გეგმაში აქვს გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის ამოქმედება და ელექტრო მანქანებისთვის დამტენი სადგურების აშენება, რაშიც 7.5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

  • რესპუბლიკელები, მათ შორის ისინიც, ვინც ახალი ინფრასტრუქტურის გეგმის დამტკიცებას მისცა ხმა, მაინც აკრიტიკებენ პრეზიდენტს და ელექტრო მანქანებისადმი ზედმეტი ინტერესის გამოჩენაში ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა ყველაზე დიდ ელექტრო მანქანების საწარმო კომპანია Tesla-სთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და მათ მუშაობის სტილი დაუწუნა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა

ნახეთ ვიდეო: