ავტორი:

კახა კუჭავამ პლენარული სხდომის გახსნისას ელენე ხოშტარიას დაბადების დღე მიულოცა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

კახა კუჭავამ პლენარული სხდომის გახსნისას ელენე ხოშტარიას დაბადების დღე მიულოცა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პლენარული სხდომის გახსნისას პარლამენტის დეპუტატ, "დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას დაბადების დღე მიულოცა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"დღეს არის პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე, მინდა მივულოცო მას დაბადების დღე, კიდევ ერთხელ ვთხოვო, მოვუწოდო, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და რა თქმა უნდა, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო“, - განაცხადა კუჭავამ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მე-16 დღეა შიმშილობს.