ავტორი:

"იყო სინკოპეს ეპიზოდი, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია... სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ჩემთან იყო კონტაქტური" - რეანიმატოლოგი

"იყო სინკოპეს ეპიზოდი, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია... სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ჩემთან იყო კონტაქტური" - რეანიმატოლოგი

პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ რეანიმატოლოგმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ოქსიგენაციის, სუნთქვისა და სხვა პარამეტრები ნორმაშია.

"ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იყო ჰიპერტენზია, როდესაც გავსინჯეთ, 180 ჰქონდა წნევა. ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. აბსოლუტურად კონტაქტურია. მპასუხობს ყველა კითხვაზე, მე მას ვიცნობ დიდი ხანია" - ამბობს რეანიმატოლოგი.