გლდანის მე-18 დაწესებულებასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი.
ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებაა, ადგილზე იმყოფებიან როგორც კრიმინალური, ასევე საპატრულო პოლიციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები.
ისინი დაწესებულებასთან მყოფ მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.