ავტორი:

გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა - რა განაცხადა ექსპრეზიდენტის დედამ?

გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა - რა განაცხადა ექსპრეზიდენტის დედამ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.

როგორც თავად ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროდან რამდენიმე საათის წინ დაურეკეს და დაიბარეს, ხოლო ის თუ ვის ხვდება და რა საკთხზე, მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

"ამ დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 9 საათზე აქ ვიყო. საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად, მეტი არაფერი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში საათნახევარზე მეტია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან.