ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ექიმის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა.
"საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა ჯანდაცვის სამინისტროს თუ რამდენად შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის შესახებ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს.
კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს ალბათ სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის.
ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა პოლიტიკური მოღვაწე და დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“, - განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის წევრმა.