ავტორი:

N18 დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი იმყოფება

N18 დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი იმყოფება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.