საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ტვიტერზე" ეხმაურება.
იან კელი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
"უბრალოდ გადაიყვანეთ იგი ამ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში, ბოლოს და ბოლოს. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. განათავსეთ პერიმეტრის გარშემო ღობე, თუ არეულობის გამო წუხხართ. უბრალოდ აიღეთ პასუხისმგებლობა და გააკეთეთ ეს", - წერია იან კელის განცხადებაში.