ავტორი:

"ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრება, საოცარი სანახავია მამის როლში..." - მეგან მარკლი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე

"ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრება, საოცარი სანახავია მამის როლში..." - მეგან მარკლი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე

სასექსის ჰერცოგინია, პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი ამბობს, რომ ჰარის უყვარს კალიფორნიული ცხოვრების სტილი და ამინდი. ამის შესახებ მეგანმა US chat show-ში, ელენ დეჯენერესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"ბევრ დროს ვატარებთ სახლში და ჩვენ უბრალოდ, ბედნიერები ვართ“, - ამბობს მარკლი.

მანვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორია იყო ორი შვილის მშობელი. თქვა, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გარესამყაროსთან, ბუნებასთან კავშირი და ცდილობს, სწორედ ასეთ გარემოში აღზარდოს შვილები.

"5 თვის ლილიბეტს უკვე კბილები ამოსდის, ხოლო ორი წლის არჩის ეზოში წიწილებზე ზრუნვა და მათი დაპურება შეუძლია", - ამბობს მეგანი.

სასექსის ჰერცოგინიამ მშობლობით გამოწვეულ სიხარულზე ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია თავისი ქმრის გვერდით, რომელთანაც ყველა პასუხისმგებლობას ინაწილებს.

"ყველაზე საოცარი სანახავია ჰარი, როგორც მამა. არჩის კი ძალიან უყვარს თავისი პატარა დის გვერდით ყოფნა. ვიღაცამ ადრე მე და ჰარის გვითხრა, რომ როცა ერთი შვილი გყავს, ეს (მშობლობა) ჰობია, ხოლო როცა ორი, უკვე ნამდვილ მშობლობას გამოცდი. ჩვენ გავაანალიზეთ, რომ ეს მართლაც ასეა“, - ამბობს მარკლი.

ცნობისთვის, 2020 წელს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სკანდალური განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრებაზე, მათ ფულზე და რომ სურდათ დამოუკიდებლად ცხოვრება. წყვილი ჯერ კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში დასახლდა.

შემდეგ იყო სკანდალური ინტერვიუ ოპრა უინფრისთან, სადაც მეგანმა და ჰარიმ ღიად ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ბრიტანეთში ცხოვრების დროს იყვნენ. მეგანის თქმით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ჰარიმ კი აღნიშნა, რომ არ სურდა მის ცოლსაც იგივე გამოეცადა, რაც პრინცესა დაიანამ გამოსცადა - მუდმივი ყურადღება, პაპარაცები და ცხოვრების დაძაბული რეჟიმი, რის გამოც, საბოლოოდ ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო