ავტორი:

"როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე!" - ბიძინა კულუმბეგოვი სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

"როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე!" - ბიძინა კულუმბეგოვი სააკაშვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

"ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც მეორე ადამიანის სიკვდილი უხარიათ? როგორი საშიში საზოგადოება ვართ თურმე! მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს! გთხოვთ, გადაიყვანეთ და დაასრულეთ ეს ემოციების ომი", - წერს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და ამ დრომდე შიმშილობს. სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული და აცხადებს, რომ შიმშილობას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვეტს.