ავტორი:

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთვის ეტლი მიიტანეს, მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთვის ეტლი მიიტანეს, მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს. მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, შიმშილობის მე-17 დღეს მინიმალურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. როგორც ის განმარტავს, იმ ფონზე, როცა ორგანიზმში მიმდინარეობდა ინტოქსიკაცია და მისი შენელება მოხერხდა მედიკამენტების გზით, ახლა ინტოქსიკაციის გაზრდა, თიამინის არმიღება ნევროლოგიურ გართულებებს გამოიწვევს.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია უკვე მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ. მან დღეს უარი თქვა მედიკამენტურ მკურნალობაზე.