ავტორი:

"ჩიხიდან და კამათიდან მოქმედებაზე გადასვლის დროა, მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცემა" - კარლ ჰარცელი

"ჩიხიდან და კამათიდან მოქმედებაზე გადასვლის დროა, მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცემა" - კარლ ჰარცელი

მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას სახალხო დამცველის მუშაობის მიმართ, მათ შორის მის როლზე ზედამხედველობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას და დაიცვას მისი უფლებები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების განხორციელება, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცემა.

"ის, რაც ჩვენ გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთი შეხსენებაა, რამდენად მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორიენტირება,“- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ჩიხიდან და კამათიდან მოქმედებებზე გადასვლის დროა.

"რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მიმაჩნია, რომ ჩიხიდან და კამათიდან შესაფერის მოქმედებაზე გადასვლის დროა, რათა, ამ გზით, მოგვარდეს სიტუაცია,“- აღნიშნა ელჩმა.