"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, დღეს სამი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობის ნაცვლად, აქციის მონაწილეთა შეკრების ადგილად მხოლოდ რესპუბლიკის მოედანი გადაწყდა.
მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
"ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ლიდერები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გადასვლასაც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმატოლოგის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა.