ავტორი:

კიევში კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი მალანია დაჭრეს

კიევში კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი მალანია დაჭრეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში, 16 ნოემბერს სროლა იყო, რა დროსაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქე, 42 წლის ირაკლი მალანია დაჭრეს. როგორც გამოცემა telegraf.com.ua წერს, მალანიას გამვლელი მანქანიდან უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

კიდევ ერთი უკრაინული გამოცემა, Detective Info წერს, რომ მას ოთხი ტყვია მოხვდა და ჭრილობები აქვს მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის ქვედა ნაწილის არეში.

მათივე ცნობით, ის ადრე ნასამართლევი იყო ყაჩაღობის ბრალდებით. ფიგურირებდა ყაჩაღობისა და გატაცების საქმეში. მალანიასა და მასთან დაკავშირებული პირების მხრიდან ჩადენილი ყაჩაღობის მსხვერპლნი გახდნენ სარეკლამო სფეროში ცნობილი ბიზნესმენები - კონსტანტინე და ინა კუზნეცოვები, ასევე ცნობილი ოფთალმოლოგი მალხაზ თორდია.

მედიის ცნობით, გარდა ამისა, მალანიას ბრალად ედებოდა უკრაინის ყოფილი შს მინისტრის, არსენ ავაკოვის ნათესავზე თავდასხმა. მას შემდეგ, რაც ავაკოვი პოსტიდან მოხსნეს, მან საპატიმრო დატოვა.

წყარო