ავტორი:

როდის ჩამოყალიბდა და რა შესაძლებლობები აქვს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ?

როდის ჩამოყალიბდა და რა შესაძლებლობები აქვს გორის სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ?

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი, 49-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიიღო მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება.

  • რა არის ცნობილი გორის სამხედრო ჰოსპიტალზე?

თავდაცვის სამინისტროს საიტეზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამხედრო ჰოსპიტალის მისიაა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო პენსიონერებისათვის სრული და ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

  • ისტორია

სამხედრო ჰოსპიტალის ფორმირება თბილისში 1993 წლიდან დაიწყო და ის 1996 წლის აპრილში ოფიციალურად გაიხსნა. ჰოსპიტალს ეწოდა გენერალ-მაიორი ალექსანდრე რამიშვილის სახელი რომელიც 1996 წლის იანვარში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მანამდე კი ხელმძღვანელობდა სამხედრო ჰოსპიტალს.

2005 წლიდან თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიცვალა სამხედრო ჰოსპიტალის სტრუქტურა და დისლოკაციის ადგილი თბილისიდან გორში გადავიდა.

2013 წელს სამხედრო ჰოსპიტალს დაერქვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის, გიორგი აბრამიშვილის სახელი.

თავადცვის სამინისტროსვე ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

ამჟამად, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები:

  • ზოგადიქირურგიის განყოფილება
  • ტრავმატოლოგიური განყოფილება
  • ანესთეზიოლოგიურიგანყოფილება
  • რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილება
  • თერაპიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება
  • კარდიოლოგიისა და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება
  • ფსიქო-ნევროლოგიურიგანყოფილება
  • ინფექციური განყოფილება
  • სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება
  • ამბულატორიულ-პოლიკლინიკური განყოფილება
  • დიაგნოსტიკური
  • განყოფილება
  • ცენტრალური ლაბორატორია
  • პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი
  • სისხლის ბანკი

2017 წლის 1 ნოემბერს, ს.ს.ი.პ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი ექვსი წლის ვადით.