ავტორი:

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ცნობილი მუსიკოსის საბინე გროფმაიერის მასტერკლასი გაიმართა

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში ცნობილი მუსიკოსის საბინე გროფმაიერის მასტერკლასი გაიმართა

19 ნოემბერს, ბათუმი-თბილისის XIII საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, გაიმართა არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატის, გერმანიიდან მოწვეული მუსიკოსისა და პედაგოგის, კლარნეტისტ საბინე გროფმაიერის მასტერკლასი თემაზე ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები.

მასტერკლასი გაიმართა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცნტრალური სამუსიკო სასწავლებლის, თბილისის ზაქარია ფალიაშილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეთათვის და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

მასტერკლასს დაესწრო ფესტივალ „ღამის სერენადების“ დირექტორი ნინა ცაგარელი:

„ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი მასტერკლასი და საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მომავალი თაობის მუსიკოსებისთვის. ახალგაზრდები გაეცნენ წარმატებული და აღიარებული მუსიკოსების გამოცდილებას და მიიღეს ფასდაუდებელი რჩევები, რაც აუცილებლად გამოადგებათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.

მინდა მადლობა გადავუხადო მონაწილეებს და აღვნიშნო, რომ სხვადასხვა თემაზე მასტერკლასები ჩაატარეს ვირტუოზმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ; ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანმა; მხატვარ–დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა; საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შავერზაშვილმა; ევროპის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა საქართველოში, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნინო ხუციშვილმა; ახლა კი გერმანიიდან მოწვეულმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა.

აქვე გეტყვით, რომ 21 ნოემბერს გაიმართება ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები: საბინე გროფმაიერი და სანდრო ნებიერიძე“.

საბინე გროფმაიერი:

„მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუსიკალური განვითარებისთვის. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია გაკვეთილის მომდევნო საფეხურზე ასვლა, რადგან ჩვენ ნაწილებს მრავალმხრივ ვუყურებთ და არა მხოლოდ ტექნიკურად. საქმე არ არის მხოლოდ თითოეული ნოტის სწორად დაკვრაზე, უფრო მნიშვნელოვანია მუსიკის სტრუქტურისა და ჰარმონიის გაგება აკორდების აღმოჩენით. ამის გარდა, ყველა ნოტს შორის ჩვენი მუსიკალური კლარნეტის ჟღერადობის დანერგვა... ეს გვაძლევს თავისუფლებას დაკვრაში და სრულ ხედვას ნაწარმოებისთვის“

საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ჩატარების ტრადიციას XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. მის სათავეებთან გამოჩენილი ქართველი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე იდგა. მან პირველმა 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დააარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უამრავი სახელგანთქმული მუსიკოსი სტუმრობს. სხვადასხვა დროს ფესტივალში ლიანა ისაკაძესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი, აიმან მუსახაჯაევა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, მუჰაი ტანგი, ლავარდ სკოუ ლარსენი, ჟან პასკალ ტორტელიე, გეზა ჰოსუ ლეგოცკი, დენის შაპოვალოვი, კატია სკანავი, ლისა ბეზროდნი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მრავალი სხვა.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის დამაარსებელი: ლიანა ისაკაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ისაკაძე

ფესტივალის დირექტორი: ნინა ცაგარელი

ფესტივალის მთავარი დირიჟორი: მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი

ორგანიზატორი კომპანია: "არტ ალიანსი"

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო, გერმანიის საელჩო.

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი: კომპანია „არდი“

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი “ნიტა”, კომპანია “სარაჯიშვილი”, პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი”, “ჯორჯან უნიქ ვაინი” - ისტორიული ტრადიციული უნიკალური, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია”, ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი “არომატეკა”.

პროექტის მედიამხარდამჭერები არიან:

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს პირველი არხი; “რუსთავი 2”; საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, ”TV25”; „არტარეა“; მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, “ჯორჯიანპრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; ჟურნალი „ბათუმელები“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge.