ავტორი:

"თუ გინდათ ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, ბრიუსელში სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე" - ზალკალიანი

"თუ გინდათ ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, ბრიუსელში სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე" - ზალკალიანი

თუ გინდათ ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ბრიუსელში შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მიმდინარე მოსმენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ოფიციალურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა კულუარულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წუხილი გამოითქვა.

"რაც შეეხება ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობაზე შეფასებებს, მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, 15 ნოემბერს ვიყავი, დავიფიცებ, თუ გინდათ - ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა იმ შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. არ ყოფილა ნახსენები არცერთი პოლიტიკოსი.

ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, შემდეგ, კულუარულ საუბრებში, გარკვეულ მეგობრებთან იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით და წუხილი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რაიმე გართულება არ მოჰყვეს და ყველანაირად უზრუნველვყოთ. ამაზე ჩვენც ხომ ვამბობთ და ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებული. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“- განაცხადა ზალკალიანმა.