ავტორი:

"მშვენივრად ვგრძნობ თავს... დანარჩენი მერე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"მშვენივრად ვგრძნობ თავს... დანარჩენი მერე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თავს კარგად გრძნობს. იგი მხარდაჭერსთვის ყველას მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის.

მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის.

ეხლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს. დანარჩენი მერე" - წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იმშიმშილა. მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის გორის სმახედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

ამჟამად ხოშტარია "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის.