ავტორი:

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - გარდაცვლილია არასრულწლოვანი, დაშავებულია 3 პირი

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - გარდაცვლილია არასრულწლოვანი, დაშავებულია 3 პირი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.