ავტორი:

ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე კორონავირუსს ემსხვერპლა

ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე კორონავირუსს ემსხვერპლა

ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას გორისა და ატენის ეპარქია ავრცელებს. როგორც ეპარქიაში AMBEBi.GE-ს განუცხადეს, ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია.

"მონასტერში კოვიდი კიდევ რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა მათ ვირუსი დაამარცხეს. მორჩილი დომნა მაისურაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო კლინიკაში გადავიყვანეთ, თუმცა სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სოფელ არბოდან იყო, სადაც დღეს დაკრძალეს" - აცხადებენ ეპარქიაში.

"გარდაიცვალა ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე. დაკრძალვა შაბათს, წმინდა გიორგის სოფელ არბოს ტაძრის ეზოში.საუკუნომცა არს ხსენება შენი ღირსო ნეტარებისაო დაო!" - წერია სამძიმრის წერილში, რომელსაც ასევე გორისა და ატენის ეპარქია ავრცელებს..