გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ხმაურია. მოსახლეობის ნაწილი სოფლის საძოვარი ფართობების გასხვისებას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, 75 ჰა ფართობის გასხვისების შედეგად, სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა და მოსახლეობა იძულებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაყიდოს.
ზეღდულეთელები მიწის ახალ მფლობელს ფართობის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ და სავარგულებში მიყვანილი ტექნიკის გაჩერებას ითხოვენ.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
შეკრებილებს „ერთიანი ნაციონლური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. ენმ-ს წევრი ბექა ქორჩილავა პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს სოფლის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოსაგვარებლად.
შავშვებისა და ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმციით, სოფლის კუთვნილი აღნიშნული საძოვრების გასხვისების პროცესი 2008 წელს დაიწყო და 2011 წელს, იმჟამინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ორ პირზე სიმბოლურ ფასად გასხვისდა, მათ კი შემდგომ უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდეს, ახლახანს კი საძოვარ ფართობებს ახალი მფლობელი გამოუჩნდა. აღნიშნულ ფართობებთან დაკავშირებით სოფლის მოსახლეობა წლებია დაობს.