ავტორი:

"დედა, ხატია და მე გამოვჯანმრთელდით... მამას სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სოციალურ ქსელში არ შევდივართ" - რას წერს ხატია ბუნიათიშვილის და?

"დედა, ხატია და მე გამოვჯანმრთელდით... მამას სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სოციალურ ქსელში არ შევდივართ" - რას წერს ხატია ბუნიათიშვილის და?

ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გასული ორი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების თავდასხმის ობიექტი იყო. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში, რაც ექსპრეზიდენტი შიმშილობდა პიანისტის მხრიდან არცერთი მხარდამჭერი მესიჯი და ვიდეო არ გვინახავს.

მითუმეტეს, რომ ბუნიათიშვილი სააკაშვილის მხარდაჭერას წლების განმავლობაში ადასტურებდა.

როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ძალიან შეაწუხა და ოფიციალურ გვერდზე კომენტარებში მოუწოდეს, რომ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, თუმცა კომენტარები "ფეისბუქგვერზე" მომენტალურად იშლებოდა და მომხმარებლებს ბლოკავდნენ.

ცოტა ხნის წინ პიანისტის დამ გვანცა ბუნიათიშვილმა "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არ შემოდიოდნენ.

ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ოჯახმა კორონავირუსი გადაიტანა, ხოლო მამა კოვიდს ამ წუთებშიც ებრძვის.

"ამ პერიოდში ჩვენ არ შევდივართ სოციალურ ქსელში. ხატიას, ისევე როგორც დედას, მამას და მე გვქონდა კორონა. დედა, ხატია და მე გამოვჯანმრთელდით. ეხლა მამა საავადმყოფოშია და მისი სიცოცხლისთვის ვიბრძვით.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გულით გამოჯანმრელებას უსურვებს და პოზიტიურ ენერგიას გამოგვიგზავნის" - წერს ბუნიათიშვილი.