ავტორი:

"კაცი, რომელიც არის ცრუ, წირვას ატარებს - მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ იღებს" - განკვეთილი ბერი, მამა ათინოგენე

"კაცი, რომელიც არის ცრუ, წირვას ატარებს - მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ იღებს" - განკვეთილი ბერი, მამა ათინოგენე

"მეუფე სტეფანეს არც ერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, აქ არც ერთი ადამიანი არ იღებს", - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა, მამა ათინოგენემ განაცხადა.

მისი თქმით, ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე სტეფანეს ჩოხოსნები და პოლიცია ძალის საჩვენებლად მიჰყავს.

"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგეწიოთ წმინდა ანგელოზთა ლოცვა, შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და ყველას.

რაც შეეხება ამათ მოსვლას, კიდევ ერთხელ ვამბობ კაცი, რომელიც არის ცრუ, მატყუარა და ეპისკოპოსობის განცდით მოსული, წირვას ატარებს. მას არც ერთი ადგილობრივი არ ჰყავს, თვით ადგილობრივი სამღვდელოებაც არ ამოჰყვა, არც ერთი ადამიანი ამას არ იღებს აქ,

"კაზაკები" რომ ჰყავს მოყვანილი. ყველა მოსული ხალხია, არ ვიცნობთ ამ ხალხს. მოსულები არიან იმისთვის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ, რომ უშიშროება, მილიცია სამთავრებო განცდა მათ მხარს უჭერს და ძალას გვაჩვენებენ. ეს არ არის ქრისტიანობა და ეს არ არის მართლმადიდებლობა. მოლოდინი რა უნდა მქონდეს, კარგის არაფრის. პირველ დღეს, როდესაც "კაზაკებთან" ერთად "მილიცია" იყო შესული და გამოყარეს მონაზვნები იქიდან, იგივეს გააკეთებენ. როგორც საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ ",- გამაცხადა განკვეთილნა მამა ათინოგენმა.

დღეს მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ. წირვას მეუფე სტეფანე აღავლენს. მას ადგილზე განკვეთილი ბერები პროტესტის ნიშნად შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე იმყოფებიან ჩოხოსნები და პოლიცია.