ავტორი:

ექიმის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 122 ბავშვია მოთავსებული

ექიმის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 122 ბავშვია მოთავსებული

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი თვის ბავშვია მოთავსებული, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კლინიკაში ამ ეტაპზე 122 პაციენტია მოთავსებული.

"ამ ეტაპზე 122 პაციენტი წევს ჩვენს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშიც გვაქვს ადგილები და კლინიკაშიც. რეანიმაციაში 14 პაციენტი წევს, მათგან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე, რომელიც ბათუმიდან არის რეფერირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ერთი თვის არის.

რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. კლინიკაში სხვა პაციენტებიც მკურნალობენ, რომლებიც მძიმე მიმდინარეობით არიან.

კლინიკაში მოთავსებული არიან ასევე ბავშვების მშობლებიც, რომელთანაც 5 არის ორჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენი არცერთი არ არის ვაქცინირებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ჩხაიძემ.