ავტორი:

"ლოქდაუნი" მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვებია არავაქცინირებულთათვის

"ლოქდაუნი" მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობს - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვებია არავაქცინირებულთათვის

ევროპის ქვეყნებში კოვიდ-19-ის შემთხვევები იზრდება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთ ადგილას შეზღუდვები კვლავ დააწესეს. ზოგ ქვეყანაში კი შეზღუდვები მხოლოდ არანაქცინირებულებს ეხებათ.

ევროპის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული სიტუაცია გვხვდება: დასავლეთ ევროპაში, ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 60%-ია აცრილი, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში, მხოლოდ 30%.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირას კორონავირუსით სიკვდილიანობა 5%-ით გაიზარდა.

ყოველივემ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს უბიძგა, მკაცრი ზომები მიეღოთ იმ პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე არაფერს ამბობენ.

  • ავსტრია

ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის 15 ნოემბრიდან "ლოქდაუნი" გამოცხადდა. 12 წელს ზემოთ არავაქცინირებულ მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა, თუ ეს არ გულისხმობს სკოლას, სამსახურს, ან საკვები პროდუქტების შეძენის აუცილებლობას. კანონის დამრღვევი 1.450 ევროთი დაჯარიმდება.

  • გერმანია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 18 ნოემბერს არავაქცინირებულთათვის შედგენილ ახალ შეზღუდვებზე ისაუბრა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლა, როგორებიცაა მუზეუმები, რესტორნები, კაფეები, საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები, მხოლოდ ვაქცინირებულებს შეეძლებათ.

ამჟამად გერმანიის სრული მოსახლეობის 67%-ია აცრილი და მთავრობას გეგმაში აქვს მისი მინიმუმ 75%-მდე გაზრდა.

  • ჩეხეთი

ორშაბათიდან, ჩეხეთის არავაქცინირებული მოსახლეობა ვეღარ შეძლებს ბარებში, რესტორნებში, სილამაზის სალონებში, მუზეუმებსა და მსგავს დაწესებულებებში ვიზიტს, იმის მიუხედავად, აჩვენებენ ისინი უარყოფით პასუხს კოვიდ ტესტსზე თუ - არა. ამგვარი მკაცრი შეზღუდვა ჩეხეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში წინა კვირას, კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ახალი რეკორდი დამყარდა. დღიურად ინფიცირებულთა რიცხვმა 22 ათასს გადააჭარბა. 10 მილიონიანი მოსახლეობიდან 2 მილიონს ან უფიქსირდება, ან გადატანილი აქვს კოვიდი, ხოლო რაც შეეხება ვირუსით გარდაცვალების საერთო მაჩვენებელს, კოვიდ-19-მა იქ 32 005 ადამიანი იმსხვერპლა.

ნიდერლანდები

ჩეხეთის მსგავსი შეზღუდვებია დაწესებული ნიდერლანდებშიც. კოვიდ პასპორტის წარდგენა გახდება საჭირო შენობაში განლაგებულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არავაქცინირებულებს ეკრძალებათ სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლა. ვირუსით დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა ბოლო კვირაში იქ 44%-ით იმატა.

  • ირლანდია

ირლანდიაში 18 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც კლინიკებს მოზღვავებული პაციენტების მომსახურებაზე პრობლემა შეექმნათ.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლი, თუ აუცილებელი საჭიროება არ აქვთ. ამჟამად, ირლანდიის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებში, უკვე კინოსა და თეატრებშიც ხალხს კოვიდ პასპრტს სთხოვენ.პრემიერ მინისტრის - მაიკლ მარტინის განცხადებით, რომ ვაქცინაციის პროგრამა, მთელ ქვეყანას გარკვეული პერიოდი "ლოქდაუნში" ცხოვრება მოუწევდა

ირლანდიის პრემიერ მინისტრი - მაიკლ მარტინი

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა