ავტორი:

"კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს" - პაატა იმნაძე

"კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, "კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომ ყველა აუცრელს მონახავს." ამის შესახებ იმნაძემ "რუსთავი 2"-თან განაცხადა.

"სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა.

ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისათვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში,"-აცხადებს პაატა იმნაძე.