საქართველოში 24 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინოფრმაციით, 24 ნოემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში). იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.
25-26 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 27 ნოემბერს კი გამოიდარებს და შედარებით დათბება. ამასთან, 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
“თბილისში 25 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.