ავტორი:

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს" - გიული ალასანია

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს" - გიული ალასანია

"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა ბევრად უკეთესია და სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

"მისი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, შედარებაც არ არის იმასთან, რაც წინა შემთხვევაში იყო. ზოგადად არის სუსტად, უჭირს სიარული, ეტყობა კუნთების პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო. ექიმები და პერსონალი, ვინც ვნახე, ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, როდესაც "ვარდების რევოლუციის" გმირი გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს და ვერ ვიქნები კმაყოფილი. სტაციონარულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, წევს და ყველაფერი უკეთდება. ოთახი პატარაა, მაგრამ როგორც ჩანს, მეტის შესაძლებლობა არც არის ამ კლინიკაში, სარკმელი გაღებულია, თუმცა აქვს გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილეს თუ არა ინიციატივა სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის მიზნით სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. გიული ალასანიას განმარტებით, სასჯელის გადავადება არ განუხილავთ, თუმცა საერთო მოთხოვნა არა გადავადება, არამედ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს.

"ამაზე ჩვენ არ გვისაუბრია, მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ჩემი სურვილი ასეთია და მიმაჩნია, მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს საზოგადოების“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.