ავტორი:

"ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს... თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს...  თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ მას სურს პასუხი ევროკავშირისგან იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბლოკი 2000 მიგრანტს" - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

“ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოლონელებს, რომ არ ვართ ბარბაროსები, რომ არ გვინდა დაპირისპირება. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან გვესმის, რომ თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა. ეს მშვენივრად გვესმის. არ გვინდა რაიმე სახის გამწვავება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისათვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, შესაძლოა, „რაღაც ბევრად უარესის" საწინდარი იყოს.