ავტორი:

"სააკაშვილი სუსტადაა, სხვადასხვა სიმპტომებისგან იტანჯება... ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე" - ლიზა იასკო

"სააკაშვილი სუსტადაა, სხვადასხვა სიმპტომებისგან იტანჯება... ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე" - ლიზა იასკო

"ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციას და სამედიცინო მომსახურებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებს თავისუფლებაზე" - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, თუმცა ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც ფანჯარაც კი არ იხსნება და ეს გავლენას ახდენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

"სამწუხაროდ, მე ვხედავ, რომ ის სუსტადაა. მე ის რამდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ, რომ მაშინ უკეთ გამოიყურებოდა. ახლა ვხედავ, რომ მისი ჯანმრთელობა განადგურებულია, ძალადობა, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც მან განიცადა გლდანში, რა თქმა უნდა, აისახა მასზე. მე ექიმი არ ვარ, ჩემთვის რთული სათქმელია როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მე ვხედავ, რომ ის სუსტადაა და სხვადასხვა სიმპტომები აქვს, რომლისგანაც იტანჯება. ვფიქრობ, ბევრი დრო დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ აღსადგენად. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტის გზების მოძებნა მისი სამედიცინო რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე უნდა მოხდეს.

გააგრძელეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის- ეს მისი მთავარი გზავნილებია, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მე მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას ის მიიღებს თავისუფლებაზე. ეს საკითხი უნდა იყოს განხილვის საგანი და ეს უნდა განხორციელდეს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. დიახ, ამ ჰოსპიტალში პირობები არ არის ცუდი, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მაგრამ ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც არ იხსნება ფანჯარა და ეს გავლენას ახდენს მასზე“, - განაცხადა ლიზა იასკომ.