ავტორი:

„ბიბლუსში“ შავი პარასკევი დაიწყო! - ნახეთ, რის შეძენას შეძლებთ დიდი ფასდაკლებით

„ბიბლუსში“ შავი პარასკევი დაიწყო! - ნახეთ, რის შეძენას შეძლებთ დიდი ფასდაკლებით

ყოველი წლის ნოემბრის თვეში, მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ქალაქის ქუჩები ხალხით ივსება, რომელთაც საახალწლო საჩუქრების ყიდვა სურთ. ამის მიზეზი კი „შავი პარასკევია“, რომლითაც წინასადღესასწაულო პერიოდში, შოპინგისა და საჩუქრების ყიდვის სეზონი იხსნება!

ამერიკაში „შავი პარასკევისთვის“ ბევრი ადამიანი Day Off-საც იღებს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად საყიდლებზე წავიდეს.

„შავი პარასკევი“ საქართველოშიც არანაკლებ პოპულარულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ბევრი მაღაზია ფასდაკლების კვირეულსაც კი აცხადებს.

წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, „ბიბლუსი“, „შავ პარასკევს“ სხვადასხვა პროდუქციაზე ფასდაკლებებს გთავაზობთ, რაც 22 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

„ბიბლუსის“ ფილიალებში უკვე გელოდებათ ლამაზი და მრავალფეროვანი საახალწლო პროდუქცია, რომელზეც 20%იანი ფასდაკლება იმოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო ნივთები როგორც სახლისთვის, ასევე საჩუქრად.

„შავი პარასკევის“ ფასდაკლება გავრცელდება წინასწარ შერჩეულ წიგნებზეც, რომელთა შეძენასაც 20-დან 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.

„ბიბლუსის“ ფილიალებში შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ ელექტრო და წიგნის აქსესუარები, 30%-იანი ფასდაკლებით.

ასევე, 30%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი დეკორის ნივთები, რომლებიც ასევე ძალიან კარგი საჩუქარია სადღესასწაულოდ.

„ბიბლუსში“ ბავშვებისთვისაც შეძლებთ საჩუქრის არჩევას. სათამაშოების კატეგორიაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

სრული ასორტიმენტის დათვალიერებას კი „ბიბლუსის“ საიტზე შეძლებთ.

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!