ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი "ახალი" წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. "ახალი" ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურთ სწორად მართონ თავიანთი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთონ შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური "ქეშბექი" დაიბრუნონ. ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს, ხოლო, თუ არჩეული კატეგორიის ფარგლებში ლიბერთის პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი ჯამში უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს. "ახალი" ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას.
"ახალი" ბარათის აღება უფასოა და არის საკომისიოს გარეშე"
ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი:
- ჩვენ წარვადგინეთ ბარათი, რომელიც არის უნიკალური როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.ეს არის ყველაზე მარტივი პროდუქტი, რაც კი არსებობს ბაზარზე საკრედიტო ბარათებს შორის.ჩვენი გუნდის მიზანია, გავამარტივოთ საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება.
ლიბერთის "ახალი" ბარათის აღება უფასოა და არის ყველაზე სარგებლიანი, საკომისიოს გარეშე, მარტივი, ფიქსირებული გადასახადით და ყველაზე მაღალი ქეშბექით.
მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ლიბერთის სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, "ახალი" ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი.
ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის პროდუქტების მიმართულებით.ლიბერთიმ "ახალი" ბარათი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებითა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებების მიხედვით შექმნა.
"მომხმარებელს არ უწევს ფიქრი იმაზე, თუ რა თანხა ექნება თვის ბოლოს გადასახდელი"
გიორგი ქოროღლიშვილი, დისტანციური არხების განვითარების და ლოიალობის დეპარტამენტის უფროსი:
- ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება ზოგადად ბარათების და საკრედიტო ბარათების მიმართულებით, შემდეგ საქართველოში დავიწყეთ მომხმარებლების კვლევა და მათ საჭიროებებს მოვარგეთ. პირველი რაც "ახალ" ბარათს აქვს, არის ფიქსირებული საკომისიო - ლიმიტის ათვისების შემდეგ მომხმარებელს არ უწევს ფიქრი იმაზე, თუ რა თანხა ექნება თვის ბოლოს გადასახდელი, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კი თუ მომხმარებელი დააბრუნებს ათვისებულ თანხას, საკომისიოს საერთოდ აღარ გადაიხდის. ბარათი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 6 კატეგორია და საქართველოში გადახდილ თანხაზე ნებისმიერ ტერმინალში დაიბრუნოს 5% ქეშბექი - 3% კვების კატეგორიაში, სხვა, ყველა დანარჩენზე კი დახარჯული თანხის 5%.
"ახალი" ბარათის ლიმიტი 300-დან 5.000 ლარამდეა"
ლიბერთის საცალო სეგმენტის და პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ჯიბლაძე: - "ახალი" ბარათის ლიმიტი 300-დან 5.000 ლარამდეა. პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოს უკვე ის ადამიანებიც ისარგებლებენ, ვინც თვითდასაქმებულია ან არარეგულარული სახით იღებენ გარკვეულ შემოსავალს. ლიბერთი წლის ბოლომდე მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროდუქტებს კიდევ წარადგენს, მთელი 2022 წელი დაეთმობა ახალ სერიას". "ახალი" ბარათის მიღება შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტბანკით - ლიბერთის მომხმარებლისთვის.
R