"პარტიასთან დაკავშირებით გადაწყეტილებას შესაბამისი სტრუქტურები იღებენ - რაც შეეხება "ალტინფოს" ე.წ. პარტიას, თუ რუსულ ორიენტაციაზეა ლაპარაკი, რუსული საქმე ვინც აკეთა, ჯერჯერობით ეს სააკაშვილის ხელისუფლებაა და რუსულ ნარატივს ვინც ავითარებს, ზიან ფანჩატურში "ნაცმოძრაობასთან" ერთად" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმემ საქართველოში რუსული საქმე აკეთა, ეს სააკაშვილის ხელისუფლებაა.
"პარტიასთან დაკავშირებით გადაწყეტილებას იღებს შესაბამისი სტრუქტურები, არ შეიძლება პოლიტიკური ჯგუფი, თუნდაც, მმართველი ერეოდეს ყველა საკითხში. მაგრამ ზუსტად იგივეა საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე განცხადება, რაც ამ პარტიის წარმომადგენელმა თქვა და რაც თქვა სააკაშვილმა, რომ რუსეთი იქნება, ევროპა თუ ამერიკა უნდა ჰქონდეთ მათთან ურთიერთობა. მე მესახება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" როგორც პოლიტიკური გაერთიანების დანაშაულებები იმ რაკურსითაც შეიძლება განვიხილოთ, რომელიც კონსტიტუციურად კრძალავს ისეთი ძალის მოსვლას, რომელიც აწამებს, დესტრუქციისკენ და დესტაბილიზაციისკენ ან სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიუთითებს პირდაპირ.
რაც შეეხება "ალტინფოს" ე.წ. პარტიას, თუ რუსულ ორიენტაციაზეა ლაპარაკი, რუსული საქმე ვინც აკეთა ჯერ ჯერობით ეს სააკაშვილის ხელისუფლებაა და რუსულ ნარატივს ვინც ავითარებს ზიან ფანჩატურში "ნაცმოძრაობასთან" ერთად, ასე რომ ასეთი ცვლილება და ასეთი შეხედულების გატარება დავუთმოთ მათ, ვინც ამას კონსტიტიციურად გაანალიზებს", - განაცხადა ვოლსკიმ.