ავტორი:

"46 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა ჩვენი ძმა... არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც უარი თქვა" - რას წერს მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე?

"46 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა ჩვენი ძმა... არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც უარი თქვა" - რას წერს მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე?

თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური, 46 წლის მამა თეოლოგი კორონავირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.

მისი თქმით, სასულიერო პირი აცრილი არ იყო და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა.

როგორც ირკვევა მღვდელმსახურმა ვირუსი თავის ძმას (არქიმანდრიტს) და მშობლებს გადასდო, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

"ძალიან სამწუხარო ამბავი… 46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.

სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.

პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…" - წერს იერონიმე ქათამაძე საბერძნეთიდან.