ავტორი:

კუპრი და მხუთავი აირი - ყველაზე საშიში ნივთიერებები სიგარეტის კვამლში

კუპრი და მხუთავი აირი - ყველაზე საშიში ნივთიერებები სიგარეტის კვამლში

მითი: სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი ნიკოტინია

რეალობა: სიგარეტის წვის პროცესში გამოიყოფა 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, მათ შორის: მხუთავი აირი, კუპრი და ნიკოტინი. მწეველთა შორის გულსისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად მხუთავი აირი (CO) და კუპრი სახელდება.

მაშინ, რა არის ნიკოტინი?

ნიკოტინი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც სხვადასხვა მცენარეში გვხვდება, მათ შორის: კარტოფილში, პომიდორში, ბადრიჯანში... თუმცა, ის ყველაზე დიდი რაოდენობით თამბაქოს ფოთოლში არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევის შედეგად განვითარებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზს. თუმცა, ის არ არის უსაფრთხო, რადგან იწვევს დამოკიდებულებას.

რომელია ნიკოტინის მიღების ყველაზე საშიში გზა?

ტრადიციული სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა ადამიანის ჯანმრთელობისთვის 100 მავნე და 70 კანცეროგენული ნივთიერება, მათ შორისაა კუპრი და მხუთავი აირი.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, კერძოდ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, გამოყოფს ნიკოტინს წვის გარეშე და საშუალოდ 90-95%-ით ამცირებს ტოქსიკური ნივთიერებების გამომუშავებას; მათ შორის გამოყოფს 98.6%-ით ნაკლებ მხუთავ აირს და არ წარმოქმნის კუპრს.

მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციები (აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, Public Health England) ადასტურებენ, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები ზიანის შემცველია და მათ აქვთ შესაძლებლობა, პოზიტიური ზეგავლენა იქონიონ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

(R)