ავტორი:

"ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ, როგორიცაა ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა მათი სიმბოლო" - გია ვოლსკი "ვარდების რევოლუციაზე"

"ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ, როგორიცაა ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა მათი სიმბოლო" - გია ვოლსკი "ვარდების რევოლუციაზე"

"საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა "ვარდების რევოლუციას", მაგრამ ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ როგორიც არის ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები თვალსაჩინოა და ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო, 30 წელი მიესჯებოდა.

"ვარდების რევოლუციის" შემოქმედი იყო ქართული საზოგადოება, რომელიც იმ რეალობით დაიღალა, რაც შეიქმნა 2004 წლამდე, პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეყოვნდა და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა და საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა.

ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში სააკაშვილი აღმოჩნდა და ამ პოლიტიკურ ძალებს და ცვლილებებს, "ვარდების რევოლუციას" საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე, "ვარდების რევოლუცია" და ზოგადად ვარდები შეიცვალა ისეთი პოზიციით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ადამიანის უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ისეთი სიმბოლური გამონათქვამით, რასაც ჰქვია ცოცხი და ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. სამწუხარო ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.