ავტორი:

პოლონეთ - ბელარუსის საზღვართან კრიზისი გრძელდება -  მიგრანტები პოლონეთში შეღწევას ისევ ცდილობენ

პოლონეთ - ბელარუსის საზღვართან კრიზისი გრძელდება -  მიგრანტები პოლონეთში შეღწევას ისევ ცდილობენ

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არალეგალი მიგრანტები საზღვრის გადაკვეთას ისევ ცდილობენ.

მათივე თქმით, ბელარუსის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა საზღვარზე მდგომარეობა მკვეთრად გააუმჯობესა, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტები მაინც ხდება.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, მხოლოდ 22 ნოემბერს ბელარუსიდან პოლონეთში დაახლოებით 50 მიგრანტი გადავიდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის ხელისუფლებამ საზღვრის პირას მყოფი მიგრანტები თავშესაფარში გადაიყვანა, ლტოლვილების მიერ მოწყობილი ბანაკი კი დაშალა. ამასთან, 100-ზე მეტმა მიგრანტმა ბელარუსი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.

ვარშავაში ფიქრობენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარ გეგმებზე უარის თქმას და კვლავ ეცდება ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს.