ავტორი:

"ჩემი სურათები გამოუტანიათ რუსთაველზე, ფაშისტს მეძახიან, ზედ ფეხს აბიჯებენ" - ამირან გამყრელიძე ანტივაქსერების შესახებ

"ჩემი სურათები გამოუტანიათ რუსთაველზე, ფაშისტს მეძახიან, ზედ ფეხს აბიჯებენ" - ამირან გამყრელიძე ანტივაქსერების შესახებ

"ჩემი სურათები გამოუტანიათ რუსთაველზე, ფაშისტს მეძახიან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინასა და ანტიბიოტიკზე უკეთესი რამ ჯანდაცვაში ჯერ არ გამოუგონიათ.

"ჩემი სურათები იმ დღეს გამოუტანიათ რუსთაველზე, ფაშისტს მეძახიან, ზედ ფეხს აბიჯებენ და დადიან ამ ჩემს სურათებზე. ასევე სოფლებში, მოსახლეობასთან შემოვიდნენ ჩემთან, ეცადნენ, რომ ჩაეშალათ სხდომები, მაგრამ ვერ ჩაშალეს.

ერთ-ერთ არხზე იყო სერიოზული გამოსვლა, სადაც რა არ მიძახეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ამას არ ავყვები იმიტომ, რომ კარგად ვიცი და გეუბნებით ორ რაღაცას - ვაქცინა, ანტიბიოტიკი, ამაზე უკეთესი მეცნიერებას ჯერ ჯანდაცვაში არაფერი მოუგონია. ამ ორმა გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე" - აღნიშნა გამყრელიძემ.