ავტორი:

"ბალენსიაგას" ოცნების ფეხსაცმელი ჟოზე მოურინიოსგან ახალგაზრდა ფეხბურთელს - 800 ევროიანი "გვასალიებით" აღფრთოვანებული სპორტსმენის ემოციები

"ბალენსიაგას" ოცნების ფეხსაცმელი ჟოზე მოურინიოსგან ახალგაზრდა ფეხბურთელს - 800 ევროიანი "გვასალიებით" აღფრთოვანებული სპორტსმენის ემოციები

პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს დადებითი თვისებები, მის ცხოვრებაში არსებული ხშირი დაპირისპირებებისა და სკანდალების გამო, ხშირად საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება.

58 წლის ჟოზე, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ რომას მწვრთნელია, მზრუნველი ფეხბურთელების მიმართ მზრუნველი ხასიათით გამოირჩევა და მუდმივად ცდილობს მათ წახალისებას. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელების, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ.

ამბავი ასეთია, რომას 18 წლის ახალბედა ფეხბურთელმა, ფელიქს აფენა ჯიანმა, ოსტატურად მოახერხა მეტოქის კარში 2 გოლის გატანა და მისი წყალობით, გუნდმა 2:0 დაამარცხა ჯენუა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა პირობა შეასრულა და ამომავალ ვარსკვლავს ოცნების ფეხსაცმელი, "ბალენსიაგას" 800-ევროიანი სპორტული ფეხსაცმელი აჩუქა.

გახარებული ფელიქსი მწვრთნელს სიხარულით გადაეხვია, ახალი ფეხსაცმელები ჩაიცვა და ცეკვაც კი დაიწყო.

Jose Mourinho honours promise.

Delivers €800 boot to Felix Afena Gyan 😆 ❤ pic.twitter.com/jBcVPFDAtn
— Saddick Adams (@SaddickAdams) November 22, 2021

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ ახსნა, რომ ფელიქსს ფეხსაცმლის ყიდვას მანამდე შეჰპირდა: "თამაშის დაწყებამდე მოირბინა და გამაფრთხილა არ დამვიწყებოდა მისთვის ბოტასების ყიდვა.“

მწვრთნელმა ფელიქს ჯიანს ხასიათიც შეუქო: "დღევანდელობაში ხშირად მხვდებიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან, მაგრამ ფელიქსი თავმდაბალია და როცა მას ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ყველანაირ ინფორმაციას და ცოდნას ისრუტავს გარშემომყოფებისგან. ეს ფანტასტიკურია!“ - ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა