ავტორი:

"არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ "მწვანე პასპორტს" პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე" - ვახტანგ კალოიანი

"არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ "მწვანე პასპორტს" პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე" - ვახტანგ კალოიანი

არ ველოდები, რომ ამ გამოშიგნულ „მწვანე პასპორტს“ პრაქტიკული შედეგი ექნება ვაქცინაციაზე , - “ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ კალოიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, "მწვანე პასპორტის" იდეა სწორი და გამართულია, თუ რეალური შინაარსი აქვს.

"რეალურად „მწვანე პასპორტი“ მხოლოდ გასართობი დაწესებულებებისთვის და რესტორნებისთვის არის. არ არის მოლებისთვის, სავაჭრო დაწესებულებებისთვის, ტრანსპორტისთვის, საზოგადოებრივი სივრცეებისთვის, სამთავრობო დაწესებულებებისთვის. ანუ, იმ ადგილებისთვის, სადაც გავრცელება ყველაზე მეტია. ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი გვყავს 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები, იმათი სტიმულაციისთვის საპენსიო დანამატში არის ლოგიკა, მაგრამ მთელი შეცდომა რაშია - თუ ჩვენ ყველა მიმართულებით კომპლექსურად არ ვიმუშავებთ, ცალ-ცალკე მიმართულებები შედეგს არ იძლევა“, - აცხადებს კალოიანი.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, დღევანდელი ფორმით "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ვაქცინაციის ტემპზე პრაქტიკული გავლენა ვერ ექნება.

"ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნებოდა „მწვანე პასპორტს“ რეალური შინაარსი რომ ჰქონოდა. ყველაზე გამავრცელებელ და რისკის ადგილებში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა რომ ყოფილიყო, ამას ექნებოდა სტრატეგიული გავლენა ვაქცინაციაზე. ამ გამოშიგნულ „მწვანე პასპორტს“ არ ველოდები, რომ რაიმე პრაქტიკული შედეგი ექნება, სამწუხაროდ“, - განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, მისი თქმით, რესტორნებთან დაკავშირებით, დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, სამუშაო საათებზე შეზღუდვების მოხსნას, აბსოლუტურად სწორია, თუ რესტორანში მოქმედებს „მწვანე პასპორტი“.

„მაგრამ, აქ არის, ერთი მაგრამ... თანამშრომელი არ არის ვალდებული იყოს აცრილი“, - აღნიშნა მან.